კლასიკური მუსიკის როლი ადამიანის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებაში

"მუსიკის გარეშე ცხოვრება უბრალოდ შეცდომა იქნებოდა"-წერდა XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე. ხოლო ჰენრი უოთსორდ ლონგფელო მუსიკას "კაცობრიობის საუკეთესო ენას" უწოდებდა. მუსიკა ადამიანის სულის გამოძახილი,მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პლატონის თქმით "მთელი ცხოვრება რიტმით, მუსიკით და სიმღერით არის გარშემორტყმული."კლასიკური მუსიკა ზოგადად ეს არის მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლურ ლიტურგიულ და საერო მუსიკაზე დაფუძნებით. მისი განვითარების პერიოდი დაახლოებით მოიცავს ცხრა საუკუნეს. XI საუკუნიდან- დღემდე. მუსიკის ამ ტიპის ტრადიციები ჩამოყალიბდა 1550-1900 წლებში. ტერმინი კლასიკური მუსიკა გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვინგ ვანო ბეთჰოვენის ჩათვლით აღებულია ტრადიციების კანონიზებას . მუსიკა მოქმედებს ადამიანებზე და ეს მოქმედება დადებითი იქნება თუ უარყოფითი მუსიკის სტილზეა დამოკიდებული. ძირითადი კავშირი ადამიანის ფსიქოლოგიასა მუსიკას შორის ალბათ მეოცე საუკუნეში გამოიკვეთა...