კლასიკური მუსიკის როლი ადამიანის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებაში
"მუსიკის გარეშე ცხოვრება უბრალოდ შეცდომა იქნებოდა"-წერდა XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე. ხოლო ჰენრი უოთსორდ ლონგფელო მუსიკას "კაცობრიობის საუკეთესო ენას" უწოდებდა. მუსიკა ადამიანის სულის გამოძახილი,მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პლატონის თქმით "მთელი ცხოვრება რიტმით, მუსიკით და სიმღერით არის გარშემორტყმული."კლასიკური მუსიკა ზოგადად ეს არის მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლურ ლიტურგიულ და საერო მუსიკაზე დაფუძნებით. მისი განვითარების პერიოდი დაახლოებით მოიცავს ცხრა საუკუნეს. XI საუკუნიდან- დღემდე. მუსიკის ამ ტიპის ტრადიციები ჩამოყალიბდა 1550-1900 წლებში.
ტერმინი კლასიკური მუსიკა გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვინგ ვანო ბეთჰოვენის ჩათვლით აღებულია ტრადიციების კანონიზებას . მუსიკა მოქმედებს ადამიანებზე და ეს მოქმედება დადებითი იქნება თუ უარყოფითი მუსიკის სტილზეა დამოკიდებული. ძირითადი კავშირი ადამიანის ფსიქოლოგიასა მუსიკას შორის ალბათ მეოცე საუკუნეში გამოიკვეთა. მაგალითად, ფაშისტურ გერმანიაში, ხალხს ისეთ მარშს ასმენინებდნენ,რომელიც მათ აღაგზნებდა და ჰიტლერის გამოსვლებს ე.წ დაჰიპნოზებულები ხვდებოდნენ. ჰიპნოზის დროს კი ადამიანის მართვა, მოგეხსენებათ, ძალიან ადვილია. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ ხშირად წამების ერთ-ერთ ფორმად მუსიკას იყენებდნენ, ბნელ ოთახში ჩაკეტილ ადამიანს გამაყრუებელი ხმაზე ასმენინებდნენ ხმაურიან მუსიკას, რასაც საბოლოოდ პიროვნება სუიციდამდე ან სიგიჟემდე მიყავდა. ეს ნაცადი ხერხი იყო როგორც ტყვეებში ასევე ჯარისკაცებში და მაღალი რანგის პირებში. ჩემი აზრით, მუსიკა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებაზე. მას შეიძლება ჰქონდეს, როგორც დამამშვიდებელი, ასევე აღმგზნები ზემოქმედება. ის ხელს უწყობს დადებითი ემოციების განვითარებას. არისტოტელე ამბობდა: როდესაც ადამიანი უსმენს მუსიკას, მთლიანად იცვლება მისი სულიერი მდგომარეობაო. სასურველია, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე დავაწყებინოთ მუსიკის მოსმენა, რადგან მუსიკის მოსმენა აფართოებს ბავშვის ემოციურ გამოცდილებას, ეხმარება მას ემოციების გამოხატვას, გაცნობიერებაში და სხვისი ემოციების გაგებაში, ამავდროულად ავითარებს მის მუსიკალურ გემოვნებას და ეხმარება ჩამოყალიბდეს თუ რა სახის მუსიკა მოსწონს. თუმცა ვთანხმდებით იმაზე, რომ გემოვნება რთული საკითხია და ყველას სხვადასხვანაირად აქვს განვითარებული, ნებისმიერ საკითხში ადამიანებს გააჩნიათ განსხვავებული ინტერესები, ყველაზე მეტად ეს ხელოვნებაში და ლიტერატურაში გამოიხატება. კვლევებმა აჩვენა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით, მოცარტის, შოპენის და სხვათა ნაწარმოებების, ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის რაოდენობას, აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტიურებს ყურადღებას, კონცენტრაციას და აუმჯობესებს მეხსიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ზომიერების ფარგლებში ყველაფერი კარგია, ყველა ტიპის მუსიკა ჩვენთის იქმნება და თავად უნდა ვიცოდეთ თუ რომელი მოქმედებს ჩვენზე უარყოფითად და ვეცადოთ, ნაკლებად დავიტვირთოთ თავი არასასურველი სტიმულებით. ის რაც მოსწონს სხვას, შეიძლება საერთოდ არ მოგეწონოს შენ და არ ხარ ვალდებული აყვე ტენდენციებს, ამან შესაძლოა ძალიან უარყოფითად იმოქმედოს შენს პიროვნებაზე, უსმინე სასურველს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი საჭიროა ზომიერების ფარგლებში. მუსიკა ჩვენზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და გვიცვლის განწყობას. "მუსიჯა ჯადოსნური გასაღებივითაა, რომელიც მასთან ახლოს მყოფ ყველა გულს აღებს."
თუკი ადამიანს რაიმე მენტალური პრობლემა აქვს უკეთესი იქნება თუ ხშირად მოუსმენს კლასიკურ მუსიკას, რადგან ეს უკანასკნელი საკმაოდ დადებითად მოქმედებს ჩვენი ფსიქიკის სიმშვიდეზე, თუმცა აქაც სიფრთხილე გვმართებს, რადგან კლასიკური ჟანრის ზოგიერთი მუსიკა ერთიანად გვიფეთქებს უამრავ ემოციას და ამან შესაძლოა მენტალური პრობლემის მქონე ადამიანი სუიციდამდეც კი მიიყვანოს. კლასიკური მუსიკა გვამშვიდებს, აღფრთოვანებაში მოვყავართ, განწყობას გვიმაღლებს, შთაგონების წყაროდ გვექცევა და შესაძლოა თვალზე ცრემლიც კი მოგვგვაროს. ხშირად სიტყვებზე უკეთ სწორედ მუსიკა გადმოსცემს ჩვენს სათქმელს. "მუსიკა არა ნოტებში არამედ მათ შორის არსებულ სიჩუმეშია." წერდა მოცარტი და მეც მიყვარს "სიჩუმის ხმის" მოსმენა და ზოგჯერ ადამიანებთან საუბარსაც მირჩევნია, რადგან, როგორც ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა: "სიტყვები მთავრდება იქ, სადაც მუსიკა იწყება."
მუსიკას რომ ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე უკვე უდავო ფაქტია, არის ისეთი მუსიკა, რომელიც მხოლოდ სიამოვნებას იწვევს ჩვენში, მიზნად ისახავს გრძნობათა აშლას ჩვენში, ადამიანი გადაჰყავს სიხარულის, კმაყოფილების სიამოვნების და ტკბობის მდგომარეობაში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მუსიკის გავლენით ნეგატიური სურვილები ძლიერდება. აი მაგალითად ვუდი ალენი ამბობს: "ვაგნერს რომ ვუსმენ, პოლონეთის დაპყრობა მინდებაო..." მუსიკა ენაა, რომელსაც არ სჭირდება თარჯიმანი, რომელიც ყველამ იცის, დიდმაც და პატარამაც, ენაა რომელსაც თითოეული, სულის ყველაზე ღრმა ადგილშიაც, სრული არსებით გრძნობს და აღიქვამს. ჰენრი ლონგფელო ამბობს: "მუსკია არის კაცობრიობის საუკეთესო ენა." კლასიკური მუსიკა გვეხმარება ყოველდღიური ყოფის ისედაც "აუტანელი სიმსუბუქის" დაძლევაში.
"მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენგგტრაციას და ამშიდებს ადამიანის აფორიაქებულ სულს." (უილიამ კონგრივი)
Comments
Post a Comment