ექსკალიბური

მეფე ართურის ლეგენდარული მახვილი, რომელიც მრავალი სახელითაა ცნობილი - კალედვულხი (უელსურად და ბრეტონულად), კალესვოლ (კორნუოლურად) და კალიბურნუსი (ლათინურად). ხშირად მას ქვაში ჩარჭობილ ხმალთან აიგივებენ, რომლის ამოღებითაც ართურმა დაადასტურა რომ ის სამეფოს მემკვიდრე იყო, თუმცა ვერსიათა უმრავლესობა მათ ცალ-ცალკე განიხილავს. პირველად ხმლის გალათინურებული სახელი „ექსკალიბური" ჯეფრი მონმუთელის „ბრიტანეთის მეფეთა ისტორიაში" გვხვდება, მანამდე კი ის კელტურ გადმოცემებში კალედვულხის სახელით იყო ცნობილი.  გადმოცემით, ექსკალიბური ტბაში იყო ჩაგდებული და ის ართურმა ტბის ქალბატონის ხელიდან მიიღო. ექსკალიბური განსაკუთრებით ბასრი და მტკიცე იყო და „ისე შეეძლო რკინის გაჭრა, როგორც ხისა". ამ მახვილით ართურმა მრავალი გმირობა ჩაიდინა. უკანასკნელ ბრძოლაში კი, მან სთხოვა რაინდს, სერ ბედივერს, მეფის სიკვდილის შემთხვევაში, ხმალი უკან, ტბაში ჩაეგდო და დაებრუნებინა ტბის ქალბატონისთვის. იარაღის ტბაში ჩაყრის, შეწირვის ტრადიცია, ძველ კელტურ ხალხებს ახასიათებდათ და სავარაუდოდ, ეს ფაქტიც ამას უნდა უკავშირდებოდეს.(ზემოთ ილუსტრაცია: ტბის ქალბატონი აწვდის ხმალს მეფე ართურს.ალფრედ კაპესის ნახატი, 1880 წ.).




Comments

Popular posts from this blog

წინანდალი

ალტრუიზმი

მარტვილის კანიონი