Posts

კლასიკური მუსიკის როლი ადამიანის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებაში

Image
"მუსიკის გარეშე ცხოვრება უბრალოდ შეცდომა იქნებოდა"-წერდა XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე. ხოლო ჰენრი უოთსორდ ლონგფელო მუსიკას "კაცობრიობის საუკეთესო ენას" უწოდებდა. მუსიკა ადამიანის სულის გამოძახილი,მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პლატონის თქმით "მთელი ცხოვრება რიტმით, მუსიკით და სიმღერით არის გარშემორტყმული."კლასიკური მუსიკა ზოგადად ეს არის მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლურ ლიტურგიულ და საერო  მუსიკაზე დაფუძნებით. მისი განვითარების პერიოდი დაახლოებით მოიცავს ცხრა საუკუნეს. XI საუკუნიდან- დღემდე. მუსიკის ამ ტიპის ტრადიციები ჩამოყალიბდა  1550-1900 წლებში.  ტერმინი კლასიკური მუსიკა გამოჩნდა  მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვინგ ვანო ბეთჰოვენის ჩათვლით აღებულია ტრადიციების კანონიზებას . მუსიკა მოქმედებს ადამიანებზე და ეს მოქმედება დადებითი იქნება თუ უარყოფითი მუსიკის სტილზეა დამოკიდებული. ძირითადი კავშირი ადამიანის ფსიქოლოგიასა მუსიკას შორის ალბათ მეოცე საუკუნეში გამოიკვეთა...

ალტრუიზმი

Image
  ალტრუიზმი ალტრუიზმის განმარტება adamianis moralur-zneobriv princips, romelic gamoixateba uangaro zrunvaSi sxvisi keTildReobisaTvis, mzadyofnaSi _ sxvas Seswiros piradi interesebi da zogjer sicocxlec, altruizmi ewodeba. altruizmis cnebis arsi filosofiur moZRvrebebSi, rogorc wesi, erwymis religiur-moralur moZRvrebas moyvasis siyvarulze. altruizmi egoizmis sapirispiro movlenaa da eTikuri normebiT masze maRla dgas. frangma filosofosma da sociologma ogiust kontma (1798-1857) Camoayaliba moraluri principi `sicocxle sxvisTvis~, romelic safuZvlad daedo mis eTikur sistemas. o. kontis gagebiT, altruizmi adamianTa Tandayolili Tvisebaa da maTi gaerTianebis saSualebas iZleva. sazogadoebis moraluri srulyofa damokidebulia adamianebSi altruisturi Tvisebebis gamomuSavebaze. o. konts miaCnda, rom   altruisturi qcevebi niSandoblivia cxovelebisTvisac. herbert spenseri (1820-1903) altruizms ganixilavs evoluciis procesSi Camoyalibebul adaptaciur Tvisebad. fridrix nicSes (1844-190...
Image
   ექსკალიბური მეფე ართურის ლეგენდარული მახვილი, რომელიც მრავალი სახელითაა ცნობილი - კალედვულხი (უელსურად და ბრეტონულად), კალესვოლ (კორნუოლურად) და კალიბურნუსი (ლათინურად). ხშირად მას ქვაში ჩარჭობილ ხმალთან აიგივებენ, რომლის ამოღებითაც ართურმა დაადასტურა რომ ის სამეფოს მემკვიდრე იყო, თუმცა ვერსიათა უმრავლესობა მათ ცალ-ცალკე განიხილავს. პირველად ხმლის გალათინურებული სახელი „ექსკალიბური" ჯეფრი მონმუთელის „ბრიტანეთის მეფეთა ისტორიაში" გვხვდება, მანამდე კი ის კელტურ გადმოცემებში კალედვულხის სახელით იყო ცნობილი.  გადმოცემით, ექსკალიბური ტბაში იყო ჩაგდებული და ის ართურმა ტბის ქალბატონის ხელიდან მიიღო. ექსკალიბური განსაკუთრებით ბასრი და მტკიცე იყო და „ისე შეეძლო რკინის გაჭრა, როგორც ხისა". ამ მახვილით ართურმა მრავალი გმირობა ჩაიდინა. უკანასკნელ ბრძოლაში კი, მან სთხოვა რაინდს, სერ ბედივერს, მეფის სიკვდილის შემთხვევაში, ხმალი უკან, ტბაში ჩაეგდო და დაებრუნებინა ტბის ქალბატონისთვის. იარაღის ტბაში ჩაყრის, შეწირვის ტრადიცია, ძველ კელტურ ხალხებს ახასიათებდათ და სავარაუდოდ, ეს ფაქტიც ა...

მარტვილის კანიონი

Image
  მარტვილის კანიონი   - ბუნების ძეგლი სოფელ   გაჭედილში ,   მარტვილის  მუნიციპალიტეტში,   სამეგრელოს  მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. მარტვილის კანიონის   ვიზიტორთა ცენტრი   კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ  ნავით  მდინარე აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დ...

წინანდალი

Image
  წინანდლის ბაღი დღეს 12 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა ალექსანდრეს დროს იგი გაცილებით დიდ ფართობს მოიცავდა. გადმოცემით ალექსანდრემ ევროპელი დეკორატორები მოიწვია და ენერგიასა და ფულს არ ზოგავდა მის გასამშვენიერებლად. პარკი უნიკალურად ითვლება არა მხოლოდ მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა სიმრავლის გამო, ( ურთხელი ,  Ginkgo Biloba ,  იაპონური კრიპტომერია ,  მაგნოლია ,  Maclura Pomifera  და სხვა.) არამედ, თავად პარკის დაგეგმარების თვალსაზრისითაც. წინანდლის ბაღის თავისებურებას ქმნის არა მხოლოდ ადამიანის ხელთქმნილ გარემოში სივრცის წინასწარ გათვლილი წყობა და განლაგება როგორც, მაგალითად,  ვერსალის  ბაღია, არამედ უფრო ველური ბუნებრიობის და დეკორატორის მიერ შექმნილი ლანდშაფტების ორგანული სინთეზი. ანუ, ევროპული პარკებისგან განსხვავებით, წინანდლის ბაღი უფრო თავისუფალი დაგეგმარების პრინციპითაა შექმნილი. ზოგიერთი სპეციალისტი მას ინგლისურ პარკებს ადარებს, როგორიცაა რიჩმონდის პარკი, პარკი კიუ და სხვა.